გიტარა მაქვს - გაიწიეთ, კედლებო!
თუმც ფორტუნა ბედს მიქადის მdიმეს,
აი ჩემი ყელი და აი ჩემი ვენები -
არ შეეხოთ ოღონდ ვერცხლის სიმებს!
ჩემს ნორჩ ასაკს ვინ დააყრის ცრემლებს -
მიწის ლეკმა ვიღას დავენანები!
ჩაძვრნენ სულში, ნაწილ-ნაწილ ფლეთენ,
არ დაწყვიტონ ოღონდ ვერცხლის სიმები!
გიტარაც და სულიც უღვთოდ წამგვარეს,
„- გარეწრებო, - ვყვირი თავგამეტებით, -
ჩამქოლეთ და თუნდ ჩამაგდეთ წყალში,
არ დაწყვიტოთ ოღონდ ვერცხლის სიმები!“
რა ვქნა, ნუთუ ვეღარ უნდა ვიხილო
ბნელი ღამე და ნათელი დღეები?!
ჯერ უღმერთოდ ამომართვეს სული და
მერე ვერცხლის დამიწყვიტეს სიმები...
|