ირგვლივ სინათლის მეხვევა ტალღა
და ვიწყებ ჩვეულ მონოლოგს სულის:
მე მიკროფონთან ვდგები, ვით ხატთან...
არა! დღეს იგი ამბრაზურაა!
როგორ მივანდო ჩემი სიმღერა,
როცა, თუნდ ღვთიურ კოცონად ვენთო,
თუ სადმე დამცდა სიყალბე, მჯერა,
გააძლიერებს მასაც უღმერთოდ.
რამპის სხივები ესობა ნეკნებს
და პროჟექტორთა სისინებს ცელი;
თვალი ვერ უძლებს ჩახჩახა ეკლებს
და - ცხელა!.. ცხელა!.. ცხელა!..
დღეს ხმა ძალიან მაქვს ჩახლეჩილი,
მაგრამ არა ვთმობ ძველებურ ტონებს, -
რადგანაც, თუკი გამრუდდა სული,
მიკროფონი მას არ გაასწორებს.
გაიძვერა და მახვილი არი,
სულ არ ადარდებს განწყობა ჩემი;
ალღო და სმენა აქეს უტყუარი,
მაგრამ რა ვუყოთ, მეც ნაღდად ვმღერი!
რამპის სხივები ესობა ნეკნებს
და პროჟექტორთა სისინებს ცელი;
თვალი ეერ უძლებს ჩახჩახა ეკლებს
და - ცხელა!.. ცხელა!.. ცხელა!..
მოქნილ კისერმე ეს მიკროფონი
გველის თავს ისე აქანებს მრუდად,
თუ გავჩუმდები, დამგესლავს, მგონი,
გაგიჟებამდე ვიმღერო უნდა!
არ გაბედო მოძრაობა, ბრიყვო!
ვხედავ ნესტარს - არ მსურს გველთან ყოფნა!
თითქოს გველთა შემლოცველი ვიყო:
განა ვმღერი - ვაჯადოებ კობრას!
რამპის სხივები ესობა ნეკნებს
და პროჟექტორთა სისინებს ცელი;
თვალი ვერ უძლებს ჩახჩახა ეკლებს
და - ცხელა!.. ცხელა!.. ცხელა!..
გაუმაძღარი სიხარბით ბარტყის
უტიფრად მტაცებს პირიდან ბგერებს,
შუბლში კი ტყვიის სილაქებს მირტყამს,
გიტარა მბორკავს - ვერა ვშლი ხელებს!
ისევ და ისევ!.. ვერ დამამუნჯა!
ეს მიკროფონი ჩემთვის რა არი?
ახლა ის კანდელს ჩამოგავს, თუმცა
არც მე - წმინდანი, არც ის - ლამპარი!
რამპის სხივები ესობა ნეკნებს
და პროჟექტორთა სისინებს ცელი;
თვალი ვერ უძლებს ჩახჩახა ეკლებს
და - ცხელა!.. ცხელა!.. ცხელა!..
გამებზე მარტივ ჩემს ხმას და კილოს
ოდნავაც თუკი ვუქციე მხარი -
ვიცი, უმალვე უნდა მამხილოს,
სილა გამაწნას, დაკვესოს თვალი.
ირგვლივ სინათლის მეხვევა ტალღა
და ვიწყებ ჩვეულ მონოლოგს სულის:
მე მიკროფონთან ვდგები, ვით ხატთან...
არა! დღეს იგი ამბრაზურაა!
რამპის სხივები ესობა ნეკნებს
და პროჟექტორთა სისინებს ცელი;
თვალი ვერ უძლებს ჩახჩახა ეკლებს
და - ცხელა!.. ცხელა!.. ცხელა!..
|