უფსკრულის გასწვრივ, ფლატის ნაპირთან,
ჩემს ბედაურებს მივერეკები...
ნისლების ტევრში სუნთქვა გაჭირდა
და ვგრძნობ, უთუოდ დავიღუპები!
ნელა, რაშებო, მათრახის ნებას
ასე მორჩილად ნუ შეასრულებთ!
მაგრამ ცხენები შემხვდნენ თავნება -
ვკვდები, სიმღერას ვერ დავასრულებ!
მე დავარწყულებ ჩემს ურა ცხენებს,
ლექსს დავასრულებ და ჩავიმღერებ...
ღავიღუპები, გრიგალი წამშლის,
მარხილი მიმგვრის ბოლო სავანეს, -
ჩორთით, ცხენებო, თუნდ ერთი წამით
გამიხანგრძლივეთ ჩემი სავალი!
ნელა, რაშებო, შოლტსა და მათრახს
ბრdანებას უხმოდ ნუ შეუსრულებთ!
მეტად თავნება ცხენები მახლავს -
ვკვდები, სიმღერას ვერ დავასრულებ!
მე დავარწყულებ ჩემს ურა ცხენებს,
ლექსს დავასრულებ და ჩავიმღერებ...
ჩვენ მოვასწარით: უფალთან მისვლა
არც არასოდეს არის გვიანი, -
მაგრამ, ვაიმე, რატომ გაისმის
ანგელოზთ მღერა ბოროტხმიანი?!
რა ხდება? იქნებ ცოდვიან ზარებს
მწუხარებისგან ცრემლი სდით ღვარად?!
თუ მე ვუყვირი თავნება ცხენებს,
არ წაიყვანონ მარხილი ჩქარა?
ნელა, რაშებო, და დაუნჯებით!
გემუდარებით, ცოტათი ნელა!
მაგრამ ცხენები შემხვდნენ ურჩები,
როგორ მინდოდა ბოლომდე მღერა!..
მე დავარწყულებ ჩემს ურა ცხენებს,
ლექსს დავასრულებ და ჩავიმღერებ...
|