ამ ჩვენს ცხოვრებას - უსულგულოს, სიკვდილის ბუნაგს -
ხელს თუ დააჭერ, გამოასხამს ნაკადი ჩირქის, -
სიცარიელეს შიშისაგან ყმუილით ვთრგუნავთ
ვინც ბოლოშია და ისიც კი, ვინც თავში მიჰქრის.
სავალდებულო მსხვერპლთშეწირვამ, ჩვენი მამები
არაერთგზის რომ უმღეროდნენ, მოგჭამა ჭირი,
დაღი დაასვა ჩვენს თაობას, დაუხშო გზები,
წაართვა გონი, მახსოვრობა და თვალის ჩინი.
|