დიდი ამბავი - თუ ჩხუბობ ცოლთან,
რა მოხდა - თუ გაქვს ქაოსი თავში.
გაგძარცვეს? - ესეც არ არის ცოდვა, -
მადლობა თქვი, რომ ცოცხალი დარჩი!
მერე რა - თუკი გტანჯავს სარკომა,
მერე რა - თუ ხარ დღედაღამ მთვრალი,
თუ გიპინტრიშეს სახლიდან უკვე, -
მადლობა თქვი, რომ დარჩი ცოცხალი!
რაა - პარტნიორს მიაკვდა ძაღლი,
თუ მოჩვენებებს ხედავ სიზმარში,
„სოფიაში“ რომ გამტვრიეს კბილი,
მადლობა თქვი, რომ ცოცხალი დარჩი!
რაა - ნახერხში თუ ჩაგეძინა,
ჯანდაბას - წიხლი რომ გგლიჯეს ყბაში
და გაგიტანეს საკაცით გარეთ, -
მადლობა თქვი, რომ ცოცხალი დარჩი!
სიმართლეა და არ უნდა ფიცი,
დამნაშავე რომ შენა ხარ მარტო.
ჰო, მართალია, მე კი არ ვიცი,
ცოცხალი რომ ვარ, ვის დავუმადლო!
|