გადავარჩინოთ ყმაწვილი -
ბავშვთა სახლს მივაბაროთ.
იქ სამოთხეა ნამდვილი,
იქ ბავშვის ბედი წყდება,
მუქთაა საჭმელ-სასმელი,
უფასო - განათლება!..
ცხოვრება მიდის წყალივით,
მეც მივყვებოდი ბრმადა;
დარდიმანდულად ვცხოვრობდი,
რადგან არაფრის მწამდა.
სხვა ყველა სისულელეა
უფლის სამსჯავროს გარდა.
ყველაფერს უხვად მოგცემენ
და გიმღერებენ ნაზად, -
იყავით მუყაითები,
არ ჩაიმუხლოთ არსად.
ყველაზე თბილ მოფერებას
იღებ ხელფასის ფასად.
მუდამ უშრომლად ვცხოვრობდი, -
დროს მივყვებოდი ბრმადა;
ცა არ მიმაჩნდა ქუდად და
არც არაფრისა მწამდა,
რადგან სხვა სისულელეა
უფლის სამსჯავროს გარდა.
|