მე მირაჟების არასდროს მწამდა,
სამოთხისათვის ჩემოდნები არ ჩამიწყვია, -
მასწავლებლები გადაყლაპა სიცრუის ზღვამ და
მაგადნის ახლოს ამოარწყია.
მეც საეკუნის დაღი მჩენია,
უვიცთა რემას შევერიე სულგაყიდული;
ბუდაპეშტისგან1 გულში ღარღლი არ ჩამრჩენია,
არც პრაღის2 გამო მისკდება გული.
ვფორიაქობდით ცხოვრებაშიც, მერე - სცენაზეც:
დაბნეულები, კიდე-განში ვეღარ ვეტევით, -
შეგვნიშნავენ და დრო მიდგება შეფასებაზეც, -
დაგვერევიან, უმოწყალოდ გვცემენ კეტებით!
მაინც ვიგრძენით საშიშროება
აცივებამდე ძალიან ადრე.
მეძავის დარად გაურცხვებულ ამ ჩვენს დროებას
ჩავწვდით, გავყუჩდით, სულიც მაშინ გადავირაზეთ.
თუმცა არ გვხვრეტდნენ, მზეს ვერ ვუმზერდით,
თავჩაქინდრულებს გარს გვეხვია დარდის ვარაყი, -
ჩვენ საშინელი წლები გვერგო დედა რუსეთის
და უდროობამ ჩვენს სხეულში ასხა არაყი.
|