ყველაფერი უკვე მადგა ყელზე,
სიმღერებმაც მომაბეზრეს თავი.
რომ ვერ შეძლონ ჩემი პოვნა, ფსკერზე
დავწვებოდი, ვით წყალქვეშა ნავი.
მეგობარი ჭიქით არაყს მაწვდის,
გაივლისო დარდი, ასე სჯერა.
მთვრალს კი ვერა გამაცნო და ეგონა,
მიშველიდნენ არაყი და ვერა.
ვერ მიშველეს არაყმა და ვერამ:
არყით დავთვერ, ვერასაგან რას ველი!
დავწვებოდი ფსკერზე ,როგორც ნავი,
რომ დამეთმო ქვეყნად ყველაფერი!..
სმამ და მღერამ მომაბეზრა თავი -
ყველაფერი უკვე ჩავიმღერე.
დავწვებოდი ფსკერზე, როგორც ნავი
და ვერავინ მომაგნებდა მერე!
|