მიეცით ძაღლებს ხორცი -
ეგებ იჩხუბონ მწარედ;
ნაბახუსევებს - ბურახი,
იქნებ ეშველოთ რამე.
რომ არ დასუქდნენ ყვავები,
საფრთხობელები ამრავლეთ;
რათა ბოლომდე უყვარდეთ,
წყვილებს მიეცით სავანე.
მიწას მიეცით მარცვალი -
ამობიბინდეს ეგება.
კარგით, ვიქნები მორჩილი -
მომეცით თავისუფლება!
ძაღლებს გადუგდეს ხორცი -
არ დარევიან ერთმანეთს;
ლოთებს უბოძეს არაყი
და უარი თქვეს, ღმერთმანი!
ყვავებს აფრთხობენ კაცნი -
ვერ შეძლეს დაშინება;
წყვილები უღლდებიან -
თუმც სურდათ დაცილება.
მიწა გულუხვად მორწყეს -
არ ამოვიდა ყანა!
თავისუფლებაც მომცეს,
მაგრამ მჭირდება განა?!
|