ვიცი, ჩემი საცოლე დამიტირებს გზნებით,
ჩემს მაგივრად ბიჭები გადიხდიან ვალებს;
ჩემს სიმღერებს ბოლომდე იმღერებენ სხვები
და, ეგების, მტერიც კი შესანდობარს დალევს.
აღარავინ მთავაზობს საოცნებო წიგნებს,
გიტარასაც სიმები დასწყვეტია სრულად;
ზევითაც და ქვევითაც ყველა თითებს მიქნევს,
მზე და მთვარე რა არის - ისიც აკრძალულია.
ჩემთვის თავისუფლება მხოლოდ უცხო ხილია,
კარებიდან კედლამდე ბოლთას უნდა დავჯერდე;
მარჯვნივაც და მარცხნივაც გზები ჩაკეტელია,
ღამით სიზმრის ნება მაქვს, დღისით - ზეცის ნაგლეჯის.
ვწვები, სიზმრებს ვნახულობ, ბოქლომს როგორ ახსნიან,
როგორ გავალ, გიტარას გადმომცემენ თავისით;
ან იქ ვინ შემომხვდება, როგორ ჩამეკვრებიან,
ანდა როგორ სიმღერებს მიმღერებენ ხალისით...
|