ადამიანის მსგავსი აქვს ცხოველს
გემოვნებისა და სუნის განცდა,
მაგრამ უკანა თათებზე დგომა -
ეს სევდიანი ხვედრია კაცთა.
დღეს მაყურებელს არ სურს, ცხადია,
კვლავაც უცქიროს მწვრთნელების მათრახს
და, თუკი ვინმეს გაწვრთნა გწადია,
იმორიგევე სამძებროს კართან.
კაცსაც აქვს გემოს და სუნის განცდა,
თუკი წყალობა ეწვია ზეცის,
მაგრამ უკანა თათებმე დგომა -
ეს სევდიანი ხვედრია მხეცის.
ადამიანებს არ სურთ, ცხადია,
ისევ უცქირონ მწვრთნელების მათრახს
და, თუკი ვინმეს გაწვრთნა გწადია,
ცირკშიც იშოვი სასმელს და სახრავს!
|