როგორც სანთელი ლღვება და
ძველ პარკეტს ლაქად ერწყმის,
ვით სამხრეებით - ვერცხლი
და ოქროს ღვინო - ცეცხლით,
წარსულს ბარდება ყველა,
ყველას თავისი ბედი აქვს,
წამსვლელი ყველა მიდის,
რაც მოვა - ეგ სულ ერთია.
სიკვდილისწინა წუთებში,
როს უკან ვიმზირებით,
ვხვდავთ, გარბიან ირმები,
ტყვიებს იჭერენ მკერდით...
ვიღაცა ლულას უმიზნებს,
აბნელებს შემკრთალ თვალებს...
მიდის, რაც წასასვლელია,
დაე, მოვიდეს რამე!
ბოროტი ქვებუდანა
მხიარულობს და ისრებს
ბასრსა და აალებულთ
სულ ალალბედზე ისვრის.
დაისის ქარიშხალში
ისმის ნოტების გლოვა.
დაე, წავიდეს წარსული, -
მოვიდეს ის, რაც მოვა!
|