ეძღვნება ლ. კოჩარიანს
სად არის შენი ჩვიდმეტი წელი?
დიდი საკარეტოს ქუჩაზე.
ჩვიდმეტი მარცხი სად არის შენი?
დიდი საკარეტოს ქუჩაზე.
სად არის შენი შავი დამბაჩა?
დიდი საკარეტოს ქუჩაზე.
შენი სახება სად აღარა ჩანს?
დიდი საკარეტოს ქუჩაზე.
ეს სახლი ისევ გახსოვს, ძმობილო?
იქ ბავშვობა და ყრმობა მიგელის!
საკარეტოზე ვინც არ ყოფილა,
არა სცნობია წუთისოფელი.
რატომაც არა...
სად არის შენი ჩვიდმეტი წელი?
დიდი საკარეტოს ქუჩაზე.
ჩვიდმეტი მარცხი სად არის შენი?
დიდი საკარეტოს ქუჩაზე.
სად არის შენი შავი დამბაჩა?
დიდი საკარეტოს ქუჩაზე.
შენი სახება სად აღარა ჩანს?
დიდი საკარეტოს ქუჩაზე.
ძველი სახელი ქარმა წაიღო,
ის ახლებურად მზიან-ხმიანობს
და მაინც, სადაც არ უნდა იყო,
საკარეტოზე უნდა იარო.
რატომაც არა...
სად არის შენი ჩვიდმეტი წელი?
დიდი საკარეტოს ქუჩაზე.
ჩვიდმეტი მარცხი სად არის შენი?
დიდი საკარეტოს ქუჩაზე.
სად არის შენი შავი დამბაჩა?
დიდი საკარეტოს ქუჩაზე.
შენი სახება სად აღარა ჩანს?
დიდი საკარეტოს ქუჩაზე.
|