მე მეგობრების ვალი მაქვს,
იმათ კი მართებთ ჩემი, -
ამდენი უცნაურობით
ახირებელნი ვრჩებით.
მომწერეთ, ძმებო, წერილი,
ორიოდ წუთი მიძღვენით, -
თორემ მერევა ცხოვრება,
ვერ გაგახარებთ სიმღერით.
ხიდებს ნუ დასწვავთ, ნუ დაშლით
მუყაოს ხუხულებს ამოდ, -
ჯანდაბას, ვინაც ბობოქრობს
ვალის და ქალის გამო.
მომწერეთ წერილი, ძმებო,
სულ ცოტა სიკეთე ქენით,
თორემ უხელფასოდ ვკვდები,
გაუმაძღარი თქვენით.
|