დღედაღამ რომ საკუთარ თავს ატყუო,
ვერ იხარებ, წაგერთმევა ხალისი, -
ალბათ, ძალზე შემზარავი იქნება,
რომ იმღერო მხოლოდ შენი თავისთვის.
ადვილია სასწაულის ჩადენა -
ხალხო, იქნებ გადიყაროთ რული,
გაიხაროთ ოცდაოთხი საათი,
ალხინოთ და ახალისოთ გული.
გისურვებდით, ოცდაოთხი საათი
ყოფილიყოს თქვენთვის სასწაული!
|