უკვე რამდენი წელია,
ერთს და იმავეს ვგოდებ:
არც ქალები მყავს, არც - ფული,
არც შეიძლება მქონდეს.
რამდენი წელი ვქურდობდი,
რამდენ წელს თავი დავდე, -
მინდოდა, რაღაც მეშოვა,
ბოლოს კი ისევ ვსვამდი.
არც სახლი მაქვს და არც- კარი,
არც სილამაზე დამდევს;
არც ამფსონ-მეგობრები მყავს,
არც შეიძლება მყავდეს.
არაყი სამთან მხვდება და
ყვავის კარტთან კი - გული,
დამწვარი ბლინი მებედა
და მუდამ - კუტი პური.
|