თავს თოლიები დაგვფრენენ ისევ,
გემზე კი ჯანყის დამდგარა ჯერი.
გუშინ აქ ოქროს ქურდობისათვის
ორ ნაძირალას ერგო ზღვის ფსკერი.
მოდით, აფრებით შევიპყროთ ქარი!
რად ვმარჩიელობთ? ეს ვუწყით როცა -
გემი მტერია, რწმენა კი - მითი,
თავად შევკერეთ ეს შავი დროშაც!
ეს გუნდა გემზე თავიდან გორავს,
აღარც სინდისი, არც ლხინი ძველი.
შიშის გრიგალით შეპყრობილ ხროვას
მოუმარჯვია დანები გრძელი.
მოდით, აფრებით შევიპყროთ ქარი!
რად ვმარჩიელობთ? ეს ვუწყით როცა -
გემი მტერია, რწმენა კი - მითი,
თავად შევკერეთ ეს შავი დროშაც!
ორნი კაპიტანს ექადნებიან ,
„- შეიპყარითო! „- მან ყველას თვალწინ
ეს გუშინდელი ოქროს ნადავლი
გადაუძახა ბორტიდან ზღვაში.
მოდით, აფრებით შევიპყროთ ქარი!
რად ვმარჩიელობთ? ეს ვუწყით როცა -
გემი მტერია, რწმენა კი - მითი,
თავად შევკერეთ ეს შავი დროშაც!
ტალღებმა სწრაფად წაშალეს კვალი
და ყელს აშორდა მსახვრალი ხელი.
რასაც კი სისხლის სუნი აუვა,
ზღვას უნდა მისცეთ სუყველაფერი!
მოდით, აფრებით შევიპყროთ ქარი!
რად ვმარჩიელობთ? ეს ვუწყით როცა -
გემი მტერია, რწმენა კი - მითი,
თავად შევკერეთ ეს შავი დროშაც!
|