მე რომ ვიყო ფიზიკურად სუსტი,
მორალურაღ ვიქნებოდი მტკიცე:
ახლოსაც არ ჩავუვლიდი ქალებს,
არ დავლევდი წვეთსაც, დავიფიცებ!
მე რომ ვიყო ფიზიკურად მტკიცე,
მაშინ - ამის გაფიქრებაც მზარავს! -
უხვ ნაკადად შევისრუტავ ნისლებს,
მაგრამ ქალებს - კვლავ არა და არა!
რადგან სუსტი ან ძლიერი არ ვარ,
საშუალო მასშტაბის ვარ რაკი, -
რა ვქნა, როგორ არ დავლიო? თანაც
ნაშებს როგორ შევაქციო ზურგიl
|