გამო გარეთ, სერენადას გიმღერებ,
სხვა გიგალობს ჩემებურად განა?
დღე და ღამე შეუწყვეტლადდავუსტვენ,
თუკი მუზამ უღვთოდ არ მიგანა.
ჯერ კი ვხუმრობ და ბავშვივით ვანცობ -
საკუთარ თავს არა ვგავარ სულაც:
ვითმენ წყენას, მაგრამ თუკი არ მცნობ,
თუ აფეთქდა ნაწამები სული,
უკუღმართად დაბრუნდება ბედი,
აივანზე თუ არ გამოხვედo!
გულახდილად მიპასუხე, ქალო,
ყაჩაღურ სულს ნუღარ დამიგესლავ...
ო, გამოდი, აგრაფინა, გამო,
სიყვარულის სერენადა გესმას!
ტია-ტია, აბა დელი-დელია,
შემომენთო სიყვარულის გენია!..
ღმერთო, ნეტა ჩემი გულის ნანდაურს
ძველ მიწურში ჰქონებოდა ბინა,
სარკმლის ძირას ჩავმჯდარიყავ ფრთხილად
და დილამდე გვეღუღუნა ტკბილად!
ტყის საწყობში მაქვს საუნჯე მრავლად -
ფუღურონი და ფუტურო კუნძები.
გრუნიაჯან, რით არ გშვენი ქმარად?
ო, ფენია, რად არ შეგეფერები?!
მე ხომ, შენი სიყვარულით გვემილს,
თვალზე აღარ მეკარება რული.
დარდისაგან ზეზეულად ვხმები,
დამეჩაგრა მოყვარული გული.
ხმა ჩამიწყდა, ვხროტინებ და ვბღავი,
მაგრამ უკვე, რაღა დაგიმალო,
არას ვეძებ, თუნდ წავაგო თავი,
მოგიტაცებ და წაგიყვან, ქალო!
შენს საქმროებს შევყრი გულის ფრიალს,
მამაშენს კი სისხლს გავუშრობ, იცოდე!
ო, გამოდი გარეთ, აგრაფინა,
არ დამღუპო, გულის სწორი მიწოდე!
ტია-ტია, აბა დელი-დელია,
შემომენთო სიყეარულის გენია!..
ღმერთო, ნეტა ჩემი გულის ნანდაურს
ძველ მიწურში ჰქონებოდა ბინა,
სარკმლის ძირას ჩავმჯდარიყავ ფრთხილად
და დილამდე გვეღუღუნა ტკბილად.
აგრაფინა, მაშ დავნიშნოთ ქორწილი,
მე, უწმინდურს, სული შემრჩა სუფთა.
ბოდიში და, სულძაღლიან ეშმაკებს
გადავუგდებ ნაყაჩაღარ გუდას!
გიგალობებ და საჩუქარს გიყიდი,
ძმაკაცებიც მოვლენ, თაყვანს გცემენ -
მანეთ-მანეთს დაგაყრიან თავზე,
მე გიმღერებ, დაგაპურებ ჩემებრ,
ოღონდაც კი გამო აივანზე!
მავსებს მხოლოდ ერთადერთი ოცნება,
რომ ვიხილავ მზექალს აივანზე -
თითის წვერებზე შედგები მაშინ
და ვაკოცებ დათაფლულ ბაგეზე!
ტია-ტია, აბა დელი დელია,
შემომენთო სიყვარულის გენია!..
ღმერთო, ნეტა ჩემი გულის ნანდაურს
ძველ მიწურში ჰქონებოდა ბინა,
სარკმლის ძირას ჩავმჯდარიყავ ფრთხილად
და დალამდე გვეღუღუნა ტკბილად!
|