აბა, შენთან რაზე ვისაუბრო,
აბდაუბდის ყურისგდება არ ღირს.
სჯობს, ბიჭებთან დასალევად წავალ,
მათ აზრები მაინცა აქვთ საღი.
ჭკვიანური ბაასი აქვთ ბიჭებს:
ვინ სვამს მაგრად, ვინაც კიდევ - მდარედ.
ფარდულიდან საბაყლომდე გასტანს
მათი ფართო თვალთახედვის არე.
პირდაპირი სიტყვა, არა კრთომა -
და ყლაპვის დროს ორ პრობლემას ვწყვეტთ:
ბოლო მანეთს როგორ უნდა შოვნა,
არყისათვის სად გავქუსლოთ დღეს.
შენ მე დილით პურის ბურახს მაძლევ,
აბა, რითი გაიმართლბ თავს?
აიმაღლე განათლების დონე,
ჩვენ სხვადასხვა ინტელექტი გვაქვს!
|