ვის - იესოსი, ვის - ალაჰის, ვის მუჰამედის,
ვის კი არაფრის სჯერა.
ფეხებს რომ გაფშეკ, არც მაშინ კვდები -
აი, ინდუსთა რწმენა.
თუკი ზეცისკენ ილტვოდა სული,
კვლავ მეოცნებედ დაიბადები
და, თუ ცხოვრობდი ვითარცა ღორი,
მომავალშიაც ღორად დარჩები.
ნუ დარდობ, თუკი ალმაცერად გიმზერენ ახლა, -
გაძელ, ძნელია თუმცა.
შენ თვით იქნები ნებიერი ბედის, ხელახლა
დაიბადები როცა.
იცხოერე შენთვის, იმხიარულე,
სადარდებელს ნუ ჩაიდებ გულში.
ხომ შეიძლება, ეგ შენი სული
ჩასახლდეს შენი უფროსის სულში.
დაე, იცხოვრე მეეზოვედ, მერე უფროსად
ანდა მინისტრად დაიბადები, -
თუ ხისთავა ხარ, ბაობაბად მოგვევლინები
და ბაობაბად მარად დარჩები.
განა არა სჯობს, ამ ცხოვრებაში
ბოროტება არ გაივლო გულში,
ვიდრე იცოცხლო თუნდ ასი წელი,
იყო გველგესლა ან თუთიყუში?!
არავინ უწყის, ვინ რა იყო და რა იქნება,
გენეტიკოსებს ჭკუაზე შლის მიღწევა ახლის.
ეს წუწკი კატა გარეწარი იყო, ეგება,
ეს დიდებული - კეთილი ძაღლი?..
|