რა უსასრულოდ მოწყენილი ვარ,
მოუსვენრობამ დამიგო მახე, -
მგონია, სადღაც მიმიპატიჟეს
და უჩვეულო რამ დავინახე!..
მაგრამ რა იყო - ვერაფერს ვიტყვი.
დარიგებების მოგორავს გუნდა:
„წაიკითხეო“, - და ვმარცვლავ სიტყვებს,
„ითამაშეო“, - ვერთობი კნუტთან. -
მაინც საშინლად მოწყენილი ვარ!
სერ, წაიყვანეთ ალისა თქვენთან!
როგორ ვნატრობდი, ოდესმე მაინც
წუთით დამეთმო სახლი მშობელი,
მეც შევრეოდი ცხოვრების ტალღას,
რათა შემეცნო შეუცნობელი.
მაგრამ მაინც რა - მართლა არ ვიცი,
დარიგებების მოგორავს გუნდა:
„წაიკითხეო“, - მე ვართობ ციცას,
„ითამაშეო“, - ვიკითხო უნდა.
მაინც საშინლად მოწყენილი ვარ!
სერ! წაიყვანეთ ალისა თქვენთან!
დე, სახლში ატყდეს აურზაური,
დაე, დამსაჯონ - ამ შიშსაც ვძლიე, -
ვხუჭავ თვალებს და სამამდე ვითვლი,
რა უნდა მოხდეს!.. განვიცდი ძლიერ.
მაგრამ მაინც რას - არ ვიცი მართლა,
ყველაფერს შთანთქავს შუადღის ხვატი:
ვიკითხო? - ვჯდები და თამაშს ვმართავ,
წავითამაშო? - ვუკითხავ კატას,
მაინც საშინლაღ მოწყენილი ვარ!
სერ! წაიყვანეთ ალისა თქვენთან!
|