- ეი, მძღოლო, ბუტირკისკენ სწრაფად,
იმ ხუტორში ციხე მელოდება!
- შენ ორი წლით დაგვიანდი, ძმაკაც,
ციხი უკვე აგურ-აგურ დნება.
- საწყენია, მე კი სისხამ დილას
ღვიძლ ადგილას გამირბოდა თვალი...
რაღას ვიზამ, წამო „ტაგანკისკენ“, -
ჩემთვის ისიც მშობლიური არი.
- ძველ „ტაგანკას“ ვეღარ ნახავ, უკვე
დაანგრიეს, ეშმაკს წაუღია!
- მაშინ, ძმაო, მოვტრიალდეთ უკან,
არაფერი გამოვიდა, ძიავ!
თუმცა, არა, მოდი, გავაბოლოთ,
ანდა იქნებ დაგველია ვედრებით,
რომ ბანაკებს ბოლო მოეღოს და
ჩამოშვავდეს რუსეთს ციხის კედლები!
|