რად ხდეხა ასე! ყველაფერი იგივე რჩება:
ის ლაჟვარდი ცა გადმოგვყურებს ისევ ზევიდან,
ისევ ის ტყეა, ის ჰაერი, იგივე წყალი...
ის არ დაბრუნდა ბრძოლის ველიდან.
ახლაც არ ვიცი, ვინ ვიყავით უფრო მართალი,
იმ უძილო და უსასრულო ჩვენი დავიდან.
ყველაზე უფრო მე ის ახლა მოვინაკლისე,
როს არ დაბრუნდა ბრძოლის ველიდან.
ოცნებისა და გარინდების იცოდა ფასი,
გაყუჩდებოდა, თუკი ტაქტში ვეღარ მღეროდა ,
არ მაძინებდა, მზის ამოსვლას ეგებებოდა,
გუშინ კი იგი არ დაბრუნდა ბრძოლის ველიდან.
რაც გარდასულა, მასზე როდი ვტირი და მოვთქვამ,
მაგრამ შევნიშნე, სიმარტოვე სადღაც მდევნიდა...
ქარმა ჩამიქრო ოცნებათა კოცონი, როცა
ის არ დაბრუნდა ბრძოლის ველიდან.
უცებ ავივსე, გამოვცოცხლდი, ვით გაზაფხული
თავდაღწეული ზამთრის ხელიდან:
„ნუღარ ეწევი, მეგობარო!“ - ირგვლივ სიჩუმე...
ის არ დაბრუნდა ბრძოლის ველიდან.
მიცვალებელნი არ გვტოვებენ გაჭირვებაში,
ჩვენი სისხლ-ხორცნი, ჩვენი მცველები...
ირეკლებიან ჩვენში, როგორც ტყეები-ცაში
და როგორც წყალში - ლურჯი ხეები.
ჩვენთვის მიწურიც ვებერთელა იყო დარბაზი,
თითქოს ორივეს ერთნაირი ბედი გველოდა...
ახლა კი - ახლა მარტო დაერჩი და მეჩვენება,
მე არ დავბრუნდი ბრძოლის ველიდან.
|