საძმო საფლავებს ჯვრებს არ ადგამენ
და არც ქვრივების ისმის ქვითინი;
აქ მარადიულ ცეცხლს აანთებენ
და ყვავილების მოაქვთ გვირგვინი.
წინათ აქ მიწა ყალყზე დგებოდა,
ახლა ისვენებს გრანიტის მკერდში.
აქ ცალკე არვინ მოიხსენება,
ყველა სვე-ბედი შერწყმულა ერთში.
ჭვრეტ ცეცხლმოდებულ ვეება ტანკებს
და გადაბუგულ ქოხებს მჭმუნვარეს;
ჭვრეტ აალებულ სმოლენსკს, რაიხსტაგს,
ჯარისკაცის გულს, ცეცხლზე მცხუნვარეს.
საძმო საფლავზე ცრემლს არ აფრქვევენ,
აქ მოდის ხალხი სულით მამაცი;
საძმო საფლავზე ჯვრებს არ ადგამენ,
მაგრამ არის კი შვება ამაში?!
|