ამ ბრძოლის გრიგალს რა ამოშლის ჩემი ხსოვნიდან -
ჰაერს სიკვდილის სუნი ედება, -
ძირს მოცვივიან ვარსკვლავები ცის ტატნობიდან
ვით უხმაურო წვიმის წვეთები...
აი, დაეცა კიდევ ერთი და მე ჩავუთქვი
ამ გრიგალიდან ცოცხალი გასვლა, -
და აგრერიგად ნაჩქარევად სიცოცხლე ჩემი
დავუკავშირე უგუნურ ვარსკვლავს.
ვიფიქრე: უკვე დავაღწიე განსაცდელს თავი,
უბედურება დავტოვე უკან...
მაგრამ ანაზდად ციდან მოწყდა ცელქი ვარსკვლავი -
პირდაპირ გულმე გადმომეშუქა.
გვეუბნებოდნენ: „საჭიროა სიმაღლის დაცვა!
შეუწყვეტელი სროლების მარში!..“
აი, გაგორდა ის მეორე ვარსკვლავი ანცად
და სამხრეებზე იწყო კაშკაში.
ცაზე ვარსკვლავნი, ისე როგორც თევზები ტბორში,
ყველას გვეყოფა, ხელგაშლით არი.
გმირის ვარკვვლავით მეც ამაყად ვივლიდი, მაშინ
სასიკვდილოდ რომ არ დავეჭარი.
მე კი ამ ვარსკვლავს ჩემს ვაჟიშვილს ვუსახსოვრებდი,
ისე, უბრალო სახსოვრის სახით ...
ცაზე ჰკიდია, მერე სადღაც ქრება ვარსკვლავი -
ჩამოსავარდნი არა აქვს რაკი.
|