ღამის განგაშს მაგონებს ექო მძიმე ნაბიჯთა,
ჩვენი ჯერიც დამდგარა, წავალთ უხმო ვედრებით;
გადათქორეს უვალი ბილიკები ცხენებმა
და ვინ იცის, საითკენ წაიყვანეს მხედრები.
რა მალია ჩვენი დრო! უკან მივდევთ კვალდაკვალ,
მივისწრაფვით მიზნისკენ აყოლილნი მარულას,
ამ სრბოლაში სწორები სადღაც გადაკარგულან,
ჭენებაში ვერ ვამჩნევთ მეგობართა დაკარგვას.
ნაპერწკალი კარგა ხანს გვეგონება ხანძარი,
ჩექმის ჭრაჭუნს შევიგრძნობთ ბოროტების ზვარაკად;
ომი ბავშთა თამაშშიც გააღვივებს ტკივილებს
და ხალხს დავყოფთ მტრების და ჩვენიანთა ბანაკად.
როცა ბოლო ქუხილზე დაშრებიან ცრემლები,
როცა დაოკდებიან დაოთხილი ცხენები,
როცა შინელს კაბებით შეიცვლიან ქალები, -
მაშინ გვმართებს სიფხიზლე, გვმართებს არდავიწყება!..
|