ზის კაბინაში კომენტატორი,
ლამაზ სიტყვებით წარამარაობს;
„ფიორენტინა“ ბიშოვეცისთვის
მილიონს როდი აბნევს ამაოდ.
„- პელე მაინც პელე არის, -
ასე ვუხსნი ზინიკოს, -
მიირთმევენ კრემ-ბრიულეს,
პელეც, ჟაირზინიოც“.
ჯიბეში არ მიძევს გროში,
ცოლსაც ძველმანით ვახარებ.
რიო-დე-ჟანეიროში
პელე „შევროლეს“ ატარებს.
მურს შესჩენია პროკურატურა, -
რა მერე, განა უსკდება გული?
ჩვენთან რომ იყოს ჩემპიონატი,
„МУР“-ს ვეღარ დაუმძვრებოდა მური.
„- პელე მაინც პელე არის, -
ასე ვუხსნი ზინიკოს, -
მიირთმევენ კრემ-ბრიულეს,
პელეც, ჟაირზინიოც“.
ჯიბეში არ მიძევს გროში,
ცოლსაც ძველმანით ვახარებ.
რიო-დე-ჟანეიროში
პელე „შევროლეს“ ატარებს.
იქნეხ ასამდე დათვლაც არ იცის,
მაგრამ ნათქვამი კი გამიგონეთ:
ტოსტაოს ორი თვალი რომ ჰქონდეს,
ხომ გაიტანდა ორჯერ მეტ გოლებს!
ჯიბეში არ მიძევს გროში,
ცოლსაც ძველმანით ვახარებ.
რიო-დე-ჟანეიროში
პელე „შევროლეს“ ატარებს.
|