დაკვრა-სიმღერას რომ დავასრულებ,
სად დავასრულებ, რაზე - ვინ ხვდება?
ერთი კი ვიცი: სიკვდილი, ალბათ,
არა და არა, არ მენდომება!
ვზივარ ჩამოსხმულ დიდების ჯაჭვზე
და ეს დიდება კბილსა მჭრის მეტად...
ეჰეი, ვინ ხარ, მუხის კარებზე
ძვლით მოკაკუნე, ვიცოდე ნეტა!..
არსაიდან ხმა, - ვიცი, იქ დგანან,
მათთან ძაღლთა შიშს არა აქვს ხელი,
მაგრამ აშკარად ვხედავ, ღობეზე
ისევ ჰკიდია ნაცნობი ცელი...
მე გადავხერხავ ვერცხლის საყელოს,
ოქროს ჯაჭვს დავღრღნი, ღობესაც გზნებით
გადავევლები და იარებით
ჭექა-ქუხილებს შევუერთდები!
|