გემები დგანან - მერე ისევ მიდიან კურსით
და ბრუნდებიან, როცა ავი ტაროსი მძლავრობს...
სულ ნახევარი წელიწადი - და დავბრუნდები,
რათა ისევე ნახევარი წლით გავემგზავრო.
ყველა ბრუნდება, გულითადი მეგობრის გარდა,
ყველა ბრუნდება, უერთგულეს ქალების მეტი ;
ყველა ბრუნდება იმათ გარდა, ვინც საჭიროა, -
არც საკუთარი თავის მჯერა და არცა - ბედის.
ო, როგორ მინდა, არ ვიფიქრო და ასე მწამდეს,
რომ ხომალდების ცეცხლში დაწვა მოდიდან გავა.
მე დავბრუნდები მეგობრებში, არ უნდა დავა -
და, რა თქმა უნდა, ავმღერდები ნახევარ წლამდეც.
|