ეხ დავიღუპე, თვალებს ვხუჭავ თითქოს,
ეხ დავიღუპე, ვიმეორებ გულში
სად მე და სად ის,ის პარიზში იყო,
მეც არ ვიცოდი და ეს შევიტყვე გუშინ.
რას არ ვუმღეროდი ჩრდილოეთზე შორზე
და ვფიქრობდი ცოტაც და დავახლოვდით თითქმის,
სულ ტყუილად ვმღეროდი ნეიტრალურ ზოლზე,
ეს ცაც,ეს ყვავილებიც სულერთია მისთვის.
მე ვმღეროდი მაინც და ავყევი მის კაპრიზს,
ყველაფერზე ვმღეროდი მთლიანად და თითოდ,
მაგრამ სად მე და სად ის,ის ხიბლავდა პარიზს,
მასთან თურმე მარსელ მარსო ჭორაობდა თვითონ.
მივატოვე საქმეები მშობლიური ქარხნის,
ჩავუჯექი ლექსიკონებს,ვარჩევ უცხო სიტყვებს,
მაგრამ ახლა ის უკვე ვარშავაში არის,
და სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ ისევ.
ის მოვა და პოლონურად ვეტყვი;პროშე პანი,
და მიმიღე როგორიც ვარ,ადათით და წესით,
მაგრამ თურმე ჯერ სადა ხარ,ის უკვე ირანში
არის და მე მივხვდი,რომ ვეღარ დავეწევი.
დღეს ის აქ არის,ხვალ ოსლოს მიაშურებს,
აი,ხათაბალა და აი,ნამდვილი ჯადო,
ვინც მასთან ადრე იყო და ვინც იქნება მერე,
ახლა იმათ სდიონ,მე კი უნდა მოვიცადო.
|