თუკი გდევნის ვიღაც,
ისევ ემუქრება შენს ურჩ თავს,
შენს ისედაც გამხდარ კისერს
ჭიასავით შეუჩნდა.
საიმედო თავშესაფარს
ჰპოვებ ტყეში გაქცევით,
აირიდო, რადგან სწრაფად
საფრთხე და განსაცდელი.
ღატაკებს და მაწანწალებს,
მათ, ვისაც სძულთ ყმის ბედი,
დაუკარგავთ ძველი ვალის
გასტუმრების იმედი.
იძებნება ყველა ვინც კი და
ეშმაკს მიჰყიდის სულს,
გარბის ტყეში, რადგან შეხვდეს
მარჯვე ყმაწვილს რობინ ჰუდს.
აქ, უსიტყვოდ ესმის ყველას,
მეწაღეს თუ მეპურეს,
აქ, პატივი არ აკლდებათ
თავზეხელაღებულებს.
თავად ტყეში უდევთ ბინა
რაინდებს გულმაგრიანს,
ხან გმირობა ფულს
არ ნიშნავს და უფულოდ არიან.
როგორც ციცქნა ხელისგული,
ისე ეს ტყე ვეება,
მოიარეს ბილიკ-ბილიკ
ლაღმა მოისრეებმა.
ჩაგრულთ, ბევრი ტანჯვის მნახველთ,
აქ, არ აკადრებენ ცუდს,
ტყის ქვეყანა უპყრია ხელთ,
მარჯვე ყმაწვილს რობინ ჰუდს.
და ცხოვრობენ ასე,
დიან ნელა-ნელა დღეები,
არასოდეს ღონდებიან
ლაღი მოისრეები.
ახურიათ ზეცა საბნად,
ხავსი უდევთ ქვეშაგად,
თუკი ცოცხლობ, შენი,
ალბათ, უნდა იყოს ქვეყანა.
თუმც ხანდახან მოიწყენენ,
ახსოვთ სახლი, ჩადის მზე,
მშვილდებსა და ისრებს წმენდენ,
რომ არ ასცდეს სამიზნეს.
ხვალ რა ელით, დრო არ ითმენს,
სად ან ვისთან?ბედს რა სურს?
პასუხს გაგცემთ, ოღონდ ჰკითხეთ
მარჯვე ყმაწვილს რობინ ჰუდს.
|