აი,ხელებში გაქრა თრთოლა,
გავწიოთ მაღლა,
ჩარჩა უფსკრულში შიში და ძრწოლა,
მარად,მარად.
შეჩერებისთვის არ გვაქვს მიზეზი,
მით უფრო,ახლა,
არ არის ამ ქვეყნად მწვერვალი ისეთი,
სადაც ვერ ახვალ.
ამდენ უკაცური გზებიდან
ერთი ჩემია,
უცხო საზღვრებია ზევით და
ნელა ჩნდებიან.
მათი სახელები,ვინც აქ წვანან,
თოვლმა დაფარა,
მეც ამ უვალი გზებით წავალ,
ბედის ამარა.
აქ,ყინული ცისფრად ყინავს
ფერდობს და ჩავლილს
ინახავს გრანიტი,რომელიც ბრწყინავს
წარსულის კვალით.
მე ვუმზერ ახლა ოცნებას წმინდას,
რომელიც სუნთქავს
და ვეძებ სიტყვას,სიტყვა მინდა
თოვლივით სუფთა.
თუნდ დროც გავიდეს,წელი წელს მიჰყვეს,-
-მე მაშინ ვიშვი,
რომ დავამარცხე ჩემში იმ დღეს
ეჭვი და შიში.
ჩუმად მლოცავდა წყარო მჩქეფარე,
მე ახლაც მიკვირს...
და რა დღე იყო?ახ,კი,მესამე
დღე იყო კვირის...
|