აქ,ნაძვებს ჰაერში უთრთიან თითები,
აქ,ჭიკჭიკებენ განგაშით ჩიტები,
მოჯადოებულ ტყეში ცხოვრობ შენ
და თავს ვერ აღწევ ვერაფრისდიდებით.
თუნდ ხეებს ქარები უშრობდნენ თეთრეულს
და იასამნები ჩამოჭკნენ სრულებით,
მე მაინც წაგიყვან,აქედან წაგიყვან,
იქ, სადაც უკრავენ სალამურები.
შენი სამყარო ჯადოქრებმა ათასი წელი,
მოსწყვიტეს ჩემს თვალს და ამ ყველაფერს,
შენ კი გგონია, ეს ტყე არის საუკეთესო
და ამის იქით ვეღარ ამჩნევ უკვე ვერაფერს.
თუნდ დილას ფოთლები შეხვდნენ სულ უცვაროდ,
მთვარემ კი ამრეზით იცქიროს ცისკენ,
მე მაინც წაგიყვან, აქედან წაგიყვან
დიდ ნათელ სახლში აივნით ზღვისკენ.
რომელ საათზე,კვირის რომელ დღეს,
შენ მოხვალ ჩემთან ჩუმად და ფრთხილად,
მაშინ აგიყვან ხელში და წაგიყვან,
იქ, სადაც ვერავინ ვეღარ გიხილავს.
მე მოგიპარავ,თუკი შენ ეს მოგეწონება,
ჩემი ძალებიც სულ ამაოდ და ფუჭად გაჰყვა წლებს
შენ კი ირჩიე მცირე ქოხი მცირე სამოთხით,
თუ სასახლეში შესვლა დაგვასწრეს...
|