ცრემლიან სიცილით, მრუდე სარკეში,
ვფიქრობ დამცინეს მაგრად:
ნისკარტის ცხვირით ყურებამდის გახსნილი ხახა,
ვით კარნავალი ვენეციაში.
მე სად გავიქცე? რა ვქნა?
ვიმხიარულოდ ერთად?
მინდა ვირწმუნო, რომ მხეცის ნიღბის იქეთ,
ბევრს შერჩენია ადამიანური სახე.
ნიღაბში ყველა, ყველა ერთია
ზოგი ზღაპრიდან, ზოგიც წიგნიდან,
მარჯვდნიდან არლეკინო დაღონებულა,
მეორე ტირის, ყოველი მესამე თამაშობს სულელს.
მე ამ წრიულში ვდგავარ ვიცინი,
მაგრამ მე მაინც რაღაც მაწუხებს,
იქნებ ვიღაცას მოსწონს სახე ჯალათის
და არასოდეს ჩამოიშოროს?
იქნებ არლეკინომ თუ მოიწყინა,
თავად მოეწონოს სახეზე სევდა?
ან იქნებ სულელს დაავიწყდეს სულელის სახე
და სამუდამოდ აღარ შეცვალოს?
ჩემს ირგვლივ შეიკრა წრედი,
და ჩამითრიეს ტაშფანდურაში
და აი ჩემი ჩვეული სახე,
სხვა დანარჩენი ნიღბად მიიღეს.
ფოჩიან კამფეტს აკლია რაღაც,
ნიღბებიც მიყურებენ უკმაყოფილოდ,
ყვირიან, რომ ვერ ვჯდები ტაქტში,
ვინმეს რა ფეხებს ვაბიჯებ?
მე დამცინიან ბოროტი ნიღბით,
მხიარულებიც ჩემზე ბრაზობენ,
ნიღაბში დამალვა მყარი კედელია ,
ნამდვილი ადამიანური სახის.
მუზას მივყვები ფეხდაფეხ,
არცერთს არა ვთხოვ გახსნას,
იქნებ ნიღაბი აქვთ ჩამოხსნილი
და სანახევროდ - სახეც და მასკაც?
ნიღბის საიდუმლო მაინც ამოვხსენი,
მე თქვენ გარწმუნებთ, რომ ვარ მართალი,
მიტომ ატარებენ გულგრილის ნიღაბს,
ფურთხისგან რომ დაიცვან თავი.
ო, არ გამომრჩეს სახე კეთილი,
როგორ შევიცნო პატიოსანი?
მათ გადაწყვიტეს ნიღბის ტარება,
რომ სახე იყოს ქვისგან დაცული.
|