თუ მეგობარი, აღმოჩნდა,
არც მტერია, არც მოკეთე,
თუკი ვერ იგებ, წუთი-წუთს
კარგს გიქადის თუ ცუდს, -
მთისკენ გასწიეთ – გაბედე!
არ მიატოვო მარტო და
ერთ თოკზე შენთან ჩაებას –
უკეთ გაიცნობ მას.
თუკი ჭაბუკი მთებშია,
ხალისს კარგავს და – ქვევით სურს,
მყინვარზეა და – ყვირილს ტეხს,
თუ ვერ იკიდებს ფეხს, -
მაშინ, შენს გვერდით უცხოა,
სიტყვას ნუ ეტყვი – განდევნე:
ისინი მაღლა არ მიჰყავთ,
არც უმღერიან მათ.
თუ არ წუწუნებს, არ ჩივის,
წარბს შეკრავს, მაგრამ – მოგყვება.
დაგიჭერს, კვნესაც რომ დასცდეს,
თუკი მოსწყდები კლდეს,
თუკი მოგყვება მხარდამხარ,
მწვერვალზე მარტო არ ახვალ, -
მაშ, შეგიძლია ენდო მას,
როგორც საკუთარ თავს.
|