მოდით, მე თქვენ გიმღერებთ, ხმის ყრუ ტემბრი მექნება,
რადიოლას მივბაძავ, ნემსი რომ გაუფუჭდა –
ფირფიტებით, რომლებსაც ახატია ნეკნები,
ასეთებით ვაჭრობდნენ ბიჭბუჭები ჩუმჩუმად.
მაგალითად, ზაფხულზე, რომელიც არ დადგება,
მაგალითად, იმ სახლზე, ცეცხლმა დასწვა რომელიც,
მაგალითად, იმ ძმაზე, რომელსაც მსჯავრს დასდებენ,
ბიჭუნაზე – ხვალ დახვრეტა რომ ელის.
ავადმყოფი ფილტვები მომწყვდეულან გულმკერდში –
და რენტგენის ფირები – სიკვდილს უქმნის შავ-თეთრ ფონს, -
მთელ ქვეყანას მოსდებენ – სირთულეა ხუთწლედში,
დღეებს იხანგრძლივებენ, რომ უკრავენ პატეფონს.
მაგალითად, ზაფხულზე, რომელიც არ დადგება,
მაგალითად, იმ სახლზე, ცეცხლმა დასწვა რომელიც,
მაგალითად, იმ ძმაზე, რომელსაც მსჯავრს დასდებენ,
ბიჭუნაზე – ხვალ დახვრეტა რომ ელის.
|