დგას კვამლი, სარკეში ბინდია მრუმე,
სახეებს პირისპირ ვერ არჩევს თვალიც,
და უკვე დაღლილან წყვილები ბრუნვით, -
ბოლომდე ვიმღერებ მაინც!
ჟღერდა ეს ნოტები დიდი ხნის
წინათ,
ჩანავლდა, გამქრალდა ბოკალში
ღვინო,
საუბრის ხალისი გამქრალა
ისევ, -
ჯობია, დავცალო ბოკალი
მყისვე...
არ მოჩანს მზის სხივიც, გავიდა წელი,
ყინულმა შებოჭა სულები, მგონი, -
ვატყობ, რომ ყინულსვალას ამაოდ ველი,
და ამ სიცივეში ვერ თბება გონიც.
ჟღერდა ეს ნოტები დიდი ხნის
წინათ,
ჩანავლდა, გამქრალდა ბოკალში
ღვინო,
საუბრის ხალისი გამქრალა
ისევ, -
ჯობია, დავცალო ბოკალი
მყისვე...
ორკესტრი დაღლილი, აბნევით უკრავს,
რკალს ვეღარ გავარღვევ – არსად ჩანს კარიც...
ნუ ღელავთ! ღიმილით მივდივარ უკვე, -
ბოლომდე ვიმღერებ მაინც!
ჟღერდა ეს ნოტები დიდი ხნის
წინათ,
ჩანავლდა, გამქრალდა ბოკალში
ღვინო,
სარკე კი ციაგებს გულცივად
ისე, -
ჯობია, დავამსხვრევ ამ ბოკალს
მყისვე...
|