თუ ვარ მდიდარი, როგორც ზღვის მეფე,
გამიღე მხოლოდ დარაბა ფანჯრის,
წყალქვეშ სამყაროს, ამოგიშხეფებ,
ფეხქვეშ დაგიგებ, კუნძულებს მარჯნის.
ბროლის სახლი, მისთვის მთაზე,
როგორც ძაღლი რკინის ჯაჭვზე.
ჩემო ვერცხლის წყაროებო,
ოქროს ველთა სილამაზევ.
თუ ვარ ღარიბი, ძაღლივით მარტო,
და ჩემი სული მხოლოდ მას ნატრობს,
გთხოვ დამეხმარე, ძლიერო ღმერთო,
გთხოვ, არ გამწირო ცხოვრების დარდო.
ბროლის სახლი, მისთვის მთაზე,
როგორც ძაღლი ვწევარ ასე,
ჩემო ლალის მიხაკებო,
დღე თუ ღამე ვფიქრობ მასზე.
ვერ აღვწერ გრძნობას შენს მიმართ ენით,
თუნდ ჩამომახრჩე, დამხვრიტე ისრით,
ჯერ შემომხედე, ვით ვტკბები შენით,
ვით რაფაელის მადონას ცქერით.
ბროლის სახლი, მისთვის მთაზე,
როგორც ძაღლი მის წინაშე.
ჩემო ვერცხლის წყაროებო,
ოქროს ველთა სილამაზევ.
|