ყურთასმენა წაიღო და როგორც ჩრჩილმა, ჭორმა როგორ გამოგვჭამა, ხედავთ? ხმები დადის, გაძვირება ყველაფერს რომ შეეხება, ალკოჰოლს და შარვალს, თურმე, „გაცილებით მეტად“. ბუზებივით ჩვევა აქ ხმები დაქრის იქ და აქ. უკბილო და მოცუხცუხე ბებრუხუნებს გადააქვთ. - მამიკინსაც მოუწია! არ იცოდით? უკვე ხსნიან, ლოთობით და სკანდალებით გაიჩინა მტერიო. - შენს ბედოვლათ მეზობელსაც, ნახე, თუ არ აიყვანენ, იმიტომ, რომ ეგ კლიენტი ძალიან ჰგავს ბერიას. ბუზებივით ჩვევა აქ ხმები დაქრის იქ და აქ. უკბილო და მოცუხცუხე ბებრუხუნებს გადააქვთ. - გაიგონე? მიწისქვეშა ქალაქს აშენებენაო! ატომური ომის სუნი უდის თურმე მაგას. - შეხე-შეხე, ზუსტად ვიცი, მაგას წყალი არ გაუვა, - აუქმებენ უმსგავსობებს საუნებისმაგვარს. ბუზებივით ჩვევა აქ ხმები დაქრის იქ და აქ. უკბილო და მოცუხცუხე ბებრუხუნებს გადააქვთ.
                   
- ერთიც, ამასწინეებზე მაგენს მიწა გოუთხრიათ, ღმერთი! რჯული! ამოხეთქა კონიაკის მდინარემ. - მასონების დაკვეთაა, თევზის ქერცლის პურს გზავნიან წყლის მაგივრად დღეს გვასმევენ მის მოწამლულ მინარევს. ბუზებივით ჩვევა აქ ხმები დაქრის იქ და აქ. უკბილო და მოცუხცუხე ბებრუხუნებს გადააქვთ. გამოცდილი - ათუხთუხებს ალიაქოთს - შარი-შური. ხმები არ ცნობს ჩარჩოებს... ჭორი ამბობს, ხმები წყვეტენ არსებობას ამას იქით. ხმა გავარდა: ხმები ჭორებს ვაჩმორებთ. ბუზებივით ჩვევა აქ ხმები დაქრის იქ და აქ. უკბილო და მოცუხცუხე ბებრუხუნებს გადააქვთ.
                   
© ქეთო ნინიძე. თარგმანი, ?