ზემოთ-ქვემოთ ყინულია, შუაში - მე.
ვწამობ. ჩავჭრა? ავამტვრიო? ვიზამ.
ვიცი, უნდა ამოვცურო, ვენდო იმედს.
იქ კი - საქმე! ვიდრე მოვა ვიზა.
შენ, ყინულო, თავზემოთავ, დაიბზარე!
ოფლში ვცურავ, მე - მხვნელივით სველი.
ხომალდებმა მთელი გზები მოიარეს,
დავბრუნდები მეც ლექსებით ძველით.
საუკუნის ნახევრამდე - ორმოცს ვძლიე,
ვცოცხლობ შენით და განგების ნებით.
მაქვს სამღერი, რომ წარვუდგე ყოვლადძლიერს,
გავცემ პასუხს, წინ რომ წარვუდგები.
|