ჩემს მეგობრებს - პოეტებს
ვინც ტრაგიკულად წავიდა, არის ნამდვილად პოეტი,
და თუ უზუსტეს ვადაში, პოეტი არის - უფრო;
ერთ-ერთმა, ციფრ 26-ზე, ახალა შუბლს პისტოლეტი,
მეორემ „ანგლეტერეში“ გამოინასკვა ყულფი.
ქრისტე კი ასე ამბობდა, 33-ის, პოეტი, -
„კაც არ ჰკლა!“ მოკლავ - მოგძებნი, დამემალები - ვერსად;
მაგრამ ლურსმნები ჩაასეს ხელისგულებში ბოლომდე,
რომ არ შეექმნა, სამყარო რომ არ ეწერა ლექსად.
მე, ციფრზე - 37, ეკალი მაყრის უმალვე,
აი, ამ წუთშიც, თითქოსდა, გათოშილი ვარ სრულად;
ამ ციფრქვეშ ამოირჩია პუშკინმა ბოლო დუელი,
მაიაკოვსკის საფეთქელს ზედ დაეხალა ლულა.
შევჩერდეთ 37-ზე, უმოწყალოა გამჩენი -
გადაჭრით დასვა საკითხი: ან აქეთ, ანდაც - იქით;
და ბაირონიც და რემბოც - ზედ ამ საზღვართან გაჩერდნენ,
თუმც, დღევანდელი პოეტი საზღვრის გადაღმა მიქრის.
გადაუტანეს დუელი, ან ჩაიშალა უვნებლად,
33-ში ჯვარს აცვეს, მაგრამ ლურსმნებით - არა;
37-მაც უსისხლოდ გადაიარა სრულებით,
ჭრილობით ნაცვლად - საფეთქელს ჭაღარა შეეპარა.
„სროლას ვერ ბედავ?! ეგ სული - ქუსლებში გაქვს გაპარული!“ –
მძრახველნო, შერეკილებო, იქნებ შეგეძლოთ დაცდა! –
პოეტები კვლავ ტერფებით დადიან დანის პირებზე
და შიშველ სულებს ხორცივით უსისხლიანებთ განცდა!
თქვეს, რომ ქედი აქვს მაღალი, და თქვეს, რომ წათლა სჭირდება -
გასაგებია - პოეტთან დაკავშირებით - აზრი,
დაუმიზნებენ, ესვრიან, მაგრამ ასეთი წესი აქვს -
ჯილდოდ მიიღოს სიკვდილი, ყველაზე უფრო ბასრი.
თქვენ, ფატალური ციფრების და თარიღების მხევალნო,
იმედის გაცრუებამ და მძევლად დარჩენამ გიწიათ!
კაცობრიობა სიცოცხლის გახანგრძლივებას ახერხებს
და პოეტების სიკვდილმაც კარგა ხნით - გადაიწია!
|