მოყევით, მანდ რას სვამთ? ჩვენ არ ვსვამთ აქ თითქმის. აქ მზიან დღეებშიც კი თოვა არ წყდება! რამე მოიწერეთ, თორემ, როგორც ითქმის, - ჩვენსკენ არაფერი ახალი არ ხდება. ძალიან მაკლიხართ! ხილვებმა იციან ძვირფას სიფათების სიზმრებში მიგნება. რას შვება თამარკა, სად არის, ვისია? და თუ კი მარტოა, მომწეროს იქნება. ეს ყოფა წამებით სიკვდილზე მეტია, - სამსჯავროს წინაშე ძრწოლაა მარადი. იქნებ არც გადმომცენ და თუკი ბედია, ყოველ შემთხევისთვის, მომწერეთ ბარათი
© კახა ჭაბაშვილი. თარგმანი, ?