ძილში ვხედავ ყვითელ ცეცხლს
და სიზმარში ვხროტინებ,
მოთმინებით ვიმეცნებ
დილის სიბრძნის მოტივზე,
მაგრამ დილაც სხვა არის,
ის ხალისი არ ახლავს:
ან წევით ხარ გამხდარი,
ან ბახუსზე - სვამ ახალს.
ეხ, სულ ასე, სულ ასე,
დღის განრიგს ბედს ვუთავსებთ.
ეხ, სულ ასე, სულ ასე,
დღის განრიგს ბედს ვუთავსებთ.
დუქნის მწვანე ბოცები -
თეთრი ხელსახოცებით,
სამოთხეა ღარიბთა
და მასხრების ნაირთა, -
გალიად რომ მერგო...
ტაძრად კი, მყრალ უკუნეთს,
რასაც კი, მანდ ვუყურებ,
სულ სხვა არის, ერთობ...
მე - ვით მთაზე მთამსვლელი,
ყველა შედეგს ვმადლობ.
თხმელა, მთაზე დგას ხმელი,
ბალის ხე კი, დაბლა.
ფერდზე ვნახო ხავსი გინდ -
გამახარებს მაგრად.
სხვაც რამ, გარდა ამ მინდვრის...
ასე კი, არ ვარგა!
ეხ, სულ ასე, სულ ასე,
დღის განრიგს ბედს ვუთავსებთ.
ეხ, სულ ასე, სულ ასე,
დღის განრიგს ბედს ვუთავსებთ.
ვიყავ პირზე - მაშინ მე:
უღმრთოდ, მნათის გარეშე!
ია - ვახლდი გაშლილ ველს -
შორ გზაზე მოთარეშე.
გზი პირას - ტყე უღრანი, -
სამოსახლო ალქაჯთა
მიმზადებდა, სულდაღლილს,
ეშაფოტი - სამართალს.
სადღაც, ცხენნი, მათრახქვეშ,
სხვის ნებაზე ხტიან.
თუმც, არც გზას აქვს სადავე,
ბოლოს კი, არს გვიან.
ტაძარი, არც დუქანი -
არცერთია წმინდა!
არა, ძმებო, სულ სხვა გზის!
ყველას გავლა გვინდა...
ეხ, სულ ასე, სულ ასე,
დღის განრიგს ბედს ვუთავსებთ.
ეხ, სულ ასე, სულ ასე,
დღის განრიგს ბედს ვუთავსებთ.
|